ღვინო მკურნალი და ახალგაზრდობის ელექსირი


ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევპლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან.”

უფროსების მიმართ შემწყნარებლობა შემთხვევითი არ იყო. ბრძენმა პლატონმა მშვენივრად იცოდა, რომ ღვინოს შეუძლია სიბერის ტვირთი შეამციროს, დააბრუნოს ახალგაზრდული სიმკვირცხლე, გაფანტოს ნაღველი, შეცვალოს ზნე ხასიათი და სხეულს მოქნილობა და სიმარდე მიანიჭოს. თანამედროვე ექიმები ამ მოსაზრებას იზიარებენ. ხარისხიან ღვინოს ნამდვილად შეუძლია, ახალგაზრდობის ელექსირი გახდეს.

ღვინით მკურნალობა განსაკუთრებით პოპულარულია საფრანგეთში. ფრანგ ექიმებს გაბედულად შეჰყავთ ღვინო ვენაში, კუნთებსა და ფილტვების ჩირქოვან კერებშიც კი.

დალიე და ისუნთქე

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თეთრი ღვინო ფილტვებზე კარგად მოქმედებს. ექსპერიმენტში ნიუ იორკის 1500 მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. ისინი რამოდენიმე ჯგუფად დაყვეს. მონაწილეთა ერთი ნაწილი რეგულარულად სვამდა თეთრ ღვინოს, დანარჩენები ლუდს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. შედეგებმა აჩვენა რომ თეთრი ღვინის მომხმარებლებში ფილტვების მდგომარეობა უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა მონაწილეებში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ღვინოში შემავალი ანტიმჟანგავები ორგანიზმს ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებაში ეხმარება.

ღვინო კიბოს მკვლელი

წითელი ღვინო კიბოს რისკს ამცირებს.მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იგი შეიცავს ანტიმჟანგავ-რესვერატორს, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა სიმსივნის პროფილაქტიკისთვის. აღნიშნული ნივთიერება ანტიბიოტიკის მსგავსად მოქმედებს და ყურძენს სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებისგან იცავს. ადამიანის ორგანიზმში რესვერატორი ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების გამრავლებას და ანთებით პროცესებს.

ღვინის ხუთი პლუსი                                                                                               

ყურძნის ღვინო მასში შემავალი ნივთიერებების რაოდენობით, უნიკალური სასმელია, მაგრამ მასში ბიოლოგიურად აქტიური ძირითადი კომპონენტი სულ ხუთია.

ეთილის სპირტი ანტიმჟანგავია. აბრკოლებს თრომბის წარმოქმნას, ათეროსკლეროზის განვითარებას და გულის იშემიურ დაავადებას. იცავს სტრესისა და იონიზირებული რადიაციისაგან.

ორგანული მჟავები ღვინის გემოსა და არომატს განსაზღვრავენ, ბაქტერიების ზრდა-განვითარებას კი აფერხებენ.

მინერალური მარილები აუცილებელია ადამიანის ყველა ორგანოს მუშაობისათვის. 250 მლ ღვინო მინერალური მარილების დღიური მოთხოვნების 3-10%-ს, ხოლო იოდისა და ფტორის 50%-ს შეიცავს.

ვიტამინები ღვინოში უფრო მეტია, ვიდრე მაჭარში. 250 მლ. ღვინო ყველა ვიტამინის დღიურ მოთხოვნას დაახლოებით 5 პროცენტით აკმაყოფილებს, ხოლო P ვიტამინისა და ფოლის მჟავას-50%-ით.

პოლიფენოლები, ბუნებრივი ანტიმჟანგავები, ღვინოში ძირითადად ფლავონოიდების სახით და ადვილად შესათვისებელი ფორმითაა წარმოდგენილი.

ღვინის სმის ხელოვნება

ღვინო, ისევე როგორც წამალი, საჭირო დროს და ნორმალური დოზით გულისა და სისხძარღვების კარგი და აუცილებელი სტიმულატორია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეგრძელები ყოველდღიურად სადილის შემდეგ ჭიქა ღვინოს სვამენ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები თითქმის არ აწუხებთ.

მთავარი მოხმარების კულტურაა. კარგად დაღეჭილი საჭმლის შემდეგ სადილზე 1-2 ბოკალი ხარისხიანი ღვინის დალევა (უკეთესია მშრალი წითელი) სასარგებლოა. სასურველია, ღვინო ცხელ კერძთან ერთად მიირთვათ.

სადილის შემდეგ 1-2 ბოკალი ღვინო სტრესსა და დაძაბულობას მოგიხსნი, სისხლძარღვებსა და გულზე სასიკეთოდ მოქმედებს. ღვინომ რომ სარგებლობა მოგიტანოთ და არ გავნოთ, ხარისხიანი, ზომიერი დოზით და აუცილებლად ჭამის შემდეგ უნდა მიირთვათ.

By huriccane

საღეჭი რეზინი ისტორია


ცოტა რამ საღეჭი რეზინის ისტორიიდან: საღეჭი რეზინა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არსებობს. ასე მაგ. ინდიელები ღრძილებისა და საღეჭი კუნთების გავარჯიშების მიზნით იყენებდნენ მატყლისა და თაფლის ნარევს. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ თამბაქოსთან ერთად ევროპაში მოხვდა დღევანდელი საღეჭი რეზინის წინამორბედები, რომელთა სიკეთეც ვერ დააფასეს მაშინდელმა ევროპელებმა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ამერიკაში მოხდა საღეჭი რეზინის ხელმეორედ დაბადება. საღეჭად გამოიყენებდნენ ნაძვის ფისს, რომელსაც საღეჭი თვისებების მისანიჭებლად ხანგრძლივად აჩერებდნენ პირის ღრუში. ეს აძნელებდა საღეჭი რეზინის ფართოდ გავრცელებას. “საღეჭი ინდუსტრის” სწრაფი წინსვლა გამოიწვია სხვა მცენარეების წვენის გამოყენებამ, რომლებიც თავისი თვისებებით ემსგავსებოდნენ ლატექსს. შემდეგ დაიწყეს საღეჭ რეზინაში შაქრისა და სხვადასხვა არომატიზატორების დამატება. 1939 წელს გამოჩნდა ამერიკელი პროფესორის ხოლინგვორთის ნაშრომი, სადაც დასაბუთებული იყო, რომ მუდმივი ღეჭვა ხსნის ნერვულ დაძაბულობასა და სტრესს, რის შემდეგაც, საღეჭი რეზინი გახდა ამერიკელი ჯარისკაცების ყოველდღიური ულუფის აუცილებელი კომპონენტი.
არსებობს კიდევ რამოდენიმე მიზეზი, რის გამოც საღეჭი რეზინის გამოყენება სასარგებლოა ადამიანისათვის:

საღეჭი რეზინი ასუფთავებს კბილებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ თვალსაზრისით იგი ვერ შეედრება კბილის ჯაგრისს, ვინაიდან ღეჭვისას სუფთავდება კბილების მხოლოდ ერთი (საღეჭი) ზედაპირი;
ღეჭვის პროცესში ხდება ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, რომლის ხარჯზეც პირის ღრუდან ხდება საკვების ნარჩენების ჩამორეცხვა და მოცილება;
საღეჭ რეზინში არსებული შაქრის შემცვლელები (სორბიტოლი, ქსილიტი) ახდენენ მჟავა-ტუტე წონასწორობის აღდგენას. ცნობილია, რომ მჟავე არე ხელს უწყობს მიკრობების გამრავლებას, ხოლო ტუტე არე კი – პირიქით;
ხანგრძლივი ღეჭვის პროცესი ამაგრებს ღრძილებს, რაც თავის მხრივ ეხმარება ორგანიზმს წინ აღუდგეს გინგივიტსა და პაროდონტიტს. საღეჭ რეზინს აქვს უარყოფითი თვისებებიც:
ბაზარი გაჯერებულია შაქრის შემცველი ისეთი საღეჭი რეზინის ფართო ასორტიმენტით, რომელიც იწვევს pH-ის შემცირებას და შესაბამისად, ხელს უწყობს კარიესის განვითარებას;
ხანგრძლივი ღეჭვის პროცესი მავნე ზეგავლენას ახდენს ქვედა ყბა-საფეთქლის სახსრის მდგომარეობაზე, ამიტომ ამ სახსრის ანთების დროს ღეჭვა რეკომენდებული არ არის;
ხანგრძლივი ღეჭვა ცვლის სახის ფორმას. საღეჭი კუნთების ჰიპერტროფიის გამო სახე კვადრატული ხდება. იცვლება თანკბილვაც, ამიტომაც არ არის რეკომენდებული საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ 10 წთ-ზე ხანგრძლივად;
საღეჭი რეზინი იწვევს კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას, ამიტომ, გასტროენტეროლოგების აზრით, საღეჭი რეზინის ღეჭვა უზმოზე იწვევს გასტრიტის გაჩენას ან გამწვავებას;

By huriccane

ინტერნეტი


ინტერნეტი (INTERNET) არის “მსოფლიო-ქსელი”, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ “ქსელს”(the net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.

ინტერნეტის ისტორია

შექმნა

საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებულმა თანამგზავრმა, 1958 წელს, ტექნოლოგიური ლიდერობის დასაბრუნებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებს შთააგონა შეექმნა მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტო(ADVANCED RECEARCH PROJETS AGENCY), ცნობილი, როგორც ARPA. ARPA -მ, ნახევრად ავტომატური მიწის გარემოს (SEMI AUTOMATIC GROUND ENRVINOMENT (SAGE)) პროგრამის წინსვლიOFFICE), ცნობილი, როგორც IPTO, რომელიც მიერთებული იყო ქვეყნის სარადარო სისტემის ქსელში. J. C. R. LICKLIDER არჩეულ იქნა ITPO-ს მეთაურად.
LICKLIDER 1950 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტში არსებული ფსიქო-აკუსტიკური ლაბორატორიიდან გადავიდა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში(MIT), რის შემდეგადაც ის დაინტერესდა ინფორმაციული ტექნოლოგიებით. 1957 წელს ის გახდა BOLT BERANEK and Newman(BBN)-ის ვიცე-პრეზიდენტი. სადაც მან შეიძინა PDP-1 კომპიუტერის პირველი პროდუქცია და გაუძღვა, მრავალ მომხმარებელს შორის რესურსების გამოთვლის განაწილების(Time-Sharing) დემონსტრაციას.
IPTO-ში, Lიცკლიდერ -მა ქსელის განვითარების პროექტის მეთაურობა გადააბარა Lawrence Roberts-ს. ამის შემდეგ რობერტსი დაეყრდნო Paul Baranis-ის ტექნოლოგის, რომელმაც ამერიკის საჰაერო ძალებისთვის(U.S. A. FORCE) დაწერა ამომწურავი ინფორმაციის მქონე წიგნი, რომელსაც რეკომენდაციას უწევდა Packet Switching. ხანგრძილი მუშაობის შემდეგ, Menlo Park-ში, კალიფორნიაში, 29 ოქტომბერს, 1969 წელს, შეერთდა პირველი კვანძი, რომელიც ცნობილია, როგორც ARPANET, კალიფორნიის უნივერსიტეტსა და სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს შორის. ARPANET გახდა დღევანდელი ინტერნეტის ერთ-ერთი “მშობელი”. დემონსტრაციის მიხედვით, რომელსაც აწარმოებდა Packet Switching, British Post Office, Telenet, DATAPAC da TRANSPAC ითანამშრომლეს, რათა შეექმნათ პირველი საერთაშორისო Packet-Switching ქსელის სერვისი. გაერთიანებულ სამეფოში 1978 წელს, ეს პროექტი ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო პაკეტის დინების სერვისი(International Packet Stream Service (IPSS)). X.25 კოლექციის ბაზირებული ქსელი გაიზარდა ევროპიდან და ამერიკიდან, კანადაში, ჰონგ კონგში და ავსტრალიაში. X.25 პაკეტის სტანდარტი შეიქმნა ჩჩIთთ-ში 1976 წელს(ახლა მას ქვია საერთაშორის ტელეკომუნიკაციების კავშირი(ITU-T)). X.25 იყო დამოუკიდებელი TCP/IP პროტოკოლი, რომელიც შეიქმნა 1974 წლის, დეკემბრის დაცვის მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტოს(Defense Advanced Research Projects Agency(DARPA)) მიერ წარმოებულ APANET, Packet Radio Net da Packet Satellite Net-ზე ექსპერიმენტის შედეგად. Vinton Cerf da Robert Kahn-მა 1973 წელს შექმნეს თჩP პროტოკოლის პირველი განსაზღვრება, რომელიცს გამოქვეყნდა 1974 წლის მაისში. თჩP-ს პირველი სრული სპეციფიკაცია დაიწერა Vinton Cerf, Yogen Dalal da Carl Sunshin-ის მიერ, შემდეგ კი სტენფორდის უნივერსიტეტში. შემდეგი ცხრა წლის განმავლობაში, მუშაობა მიმდინარეობდა პროტოკოლების გაუმჯობესებასა და მათ გამოყენებაზე ოპერაციული სისტემების ქსელის რანგში.
პირველი TCP/IP ფართო მასშტაბის ქსელი შექიმნა 1983 წლის, 1 იანვარს, როდესაც ARPANET-ში არსებული ყველა ჰოსტი ძველი NCP პროტოკოლიდან შეერთდა ახალ TCP/IP პროტოკოლში. David L. Mills-ის ინვესტიციით, 1985 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ(National Science Foundation (NSF) ) შექმნა 56 კილობიტი/წამში სიჩქარის მქონე ქსელი, რომელსაც იყენებდნენ კომპიუტერები სახელად “ფუზზბალლს”. მიმდინარე წელში NშF-მა დაასპონსორა მაღალ სიჩქარიანი 1.5 მეგაბიტი/წამში სიჩქარის ქსელი, რომელიც შემდგომ გახდა NSFNET.

ქართული ინტერნეტი
ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.
პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) ვებ გვერდი ანუ ვებ საითი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) – ეს იყო „დედაენა“
პირველი ქართული ვებ საითი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ საითი გახდა „შავლეგო“ დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ
ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საითი გახდა „ქართული ვების ტიპოგრაფია“ დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ – იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს
პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილი BPG SanSer, BPG Class-იც და რენო სირაძის შექმნილი WWW.net

By huriccane