ტატუ


ტატუს ისტორია 6000 წლის უკან დაიწყო და მის მიერ განვლილი გზები იმ ხალხივით მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომლებიც სხეულზე მოხატულ ტატუს ატარებდნენ. სიტყვა “ტატუ”, წარმოშობის თვალსაზრისით, ორი ვერსიით განიხილება – ერთია, პოლინეზიური სიტყვა “ტა”, რომელიც თავისი მნიშვნელობით “ჭრილობას” ნიშნავს; მეორე ვერსიის მიხედვით კი, ამ სიტყვის ფესვები ტაიტურ ენაში უნდა ვეძებოთ, სადაც სიტყვა “ტატაუ” მონიშვნას ნიშნავს.

ტატუ პირველად მოხსენიებულ იქნა ბრიტანელი კაპიტნის ჯეიმს კუკის დღიურში. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილ იქნა გიზას პირამიდის შესწავლისას, სადაც ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალი მუმიების სხეულზე სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის უამრავი ტატუ აღმოაჩინეს. ეგვიპტელებმა ეს ხელოვნება მემკვიდრეობით მიიღეს, შემდგომში კი  ძველ ბერძნებსა და სპარსელებს ასწავლეს.

მოგვიანებით ტატუ ევროპაში გახდა მოდური, როდესაც ტაიტში მოგზაურობის შემდგომ კაპიტანმა კუკიმ ევროპელებს ახალი გასართობი და თავშესაქცევი გაუჩინა. 1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ჯეიმს კუკმა მთლიანად მოხატული გვამი ჩამოასვენა, რომლის ტატუირებული სხეულის კადრებით ევროპელები განცვიფრებაში მოიყვანა. ამის შემდეგ მათ მონდომებით დაიწყეს სხვადასხვა სიმბოლით სხეულის მოხატვა.

ასევე არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ტატუირება ევროპელებმა ავსტრალიელებისგან ისწავლეს. ბრიტანეთში იორკის უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის მკვლევარი ჯოან ფლეტჩერი აღწერს ტატუს წარმოშბის ისტორიასა და სხვადასხვა ერების კულტურაში მისი დამკვიდრების მნიშვნელობას. ფლეტჩერი ტავისი მსჯელობისას ეყრდნობა იტალია-ავსტრიის საზღვარზე 1991 წელს აღმოჩენილ 5,200 წლის მუმიას, რომლის გაყინულ სხეულზეც ტატუს უამრავი ნიმუშის შესწავლა მოხდა.

ტატუს წარმოშობისა და მისი ისტორიის ძიებისას ერთ ფაქტს გადავაწყდი, რომლის მიხევითაც, შვეიცარის მთებში აღმოაჩინეს დაახლოებით 2000 წლით დათარიღებული პირველყოფილი ადამიანის სხეული, რომელსაც ასევე უამრავი სვირინგი აღმოაჩნდა.

21-ე საუკუნემდე უძველესი წესით მოღწეულ გარდაცვლილთა ტატუირებული სხეულები მეცნიერებმა მრავალ ქვეყანაში აღმოაჩინეს. ტატუმ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში. სხეულებზე სამგანზომილებიანი სურათების დახატვა სწორედ იაპონელების შემოღებულია. ტატუს მომხმარებლები თავიდანვე დიდ დატვირთვას და თავისებურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სხეულზე დახატულ ფიგურებს. მაგალითად, ინდიელები სხეულზე სალოცავ ტოტემებს გამოისახავდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მათ ძალას მატებდა. ჩინეთში კი კანონდამრღვევებს შუბლზე სამ ხაზს ახატავდნენ, რათა ყველას გაეგო, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ.

დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ სხეულის მოხატვა განსაკუთრებით პოპულარული გახდა თინეიჯერებში. უამრავ ახალგაზრდას უჩნდება მძაფრი სურვილი, სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის ტატუ საკუთარი სხეულის ნაწილად აქციოს. ამ გზით ისინი ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ ინტერესებს, მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალურობას.

ტატუს მიმართ ასევე კეთილგანწყობილნი არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები. ამის შესახებ საინტერესოდ და ინფორმატიულად აღწერა ლორდ ვეიდერმა თავის პოსტში. რა სახის ტატუებზე აკეთებენ ისინი არჩევანს? ზოგი სხვადასხვა ცხოველისა თუ მწერის გამოსახულებას ირჩევს, ცნობილი ციტატების წარწერას იკეთებს, ზოგიც ახლობელ ადამიანთა სახელებს ან ყოველი მომდევნო ქმრის ინიციალებს აქცევს სხეულის თანამგზავრად; ხშირად ქორწინების ან სხვა მნიშვნელოვან თარიღს იწერენ. ასევე მრავლად იყენებენ ვარსკვლავის, მთვარის, ანგელოზის, ყვავილის, ამულეტის, დელფინის, მულტფილმის გმირების, იეროგლიფების, გრაფიკული გამოსახულებების, აცტეკური და კელტური ტომებისათვის დამახასიათებელი სიმბოლოების ფორმებს.

სვირინგის გაკეთებას თავისებური რისკ-ფაქტორები გააჩნია სამედიცინო თვალსაზრისით. ვინაიდან ტატუირების პროცესი კანზე ზემოქმედებას და მის ზედაპირზე ფერების დატანებას უკავშირდება, ჯანმრთელობა ერთგვარი რისკის ქვეშ დგება, რადგან წარმოიქმნება ინფექციის შეჭრისა და ალერგიული რეაქციის საშიშროება. ტატუირებისას გამოყენებული ზოგიერთი კონკრეტული ფერის მიმართ სამედიცინო ჩანაწერებში მოიპოვება მასალები ორგანიზმის ალერგიული ფონის შეძენის ან გაზრდის შესახებ.

თანამედროვე სალონებში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, იყენებენ ერთჯერად ნივთებს, ხოლო იარაღებს ყოველი გამოყენების შემდეგ სტერილიზაციას უკეთებენ. წინააღმდეგ შემთხევაში, რისკი რეალური და სახიფათოა – ტეტანუსი, ჰერპესი, სტაფილოკოკი, სოკოვანი დაავადებები, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და აივ იფექცია.

მაჰმადიანური რელიგიის მიხედვით ტატუირება აკრძალულია. სუნიტების რწმენით, სხეულის მოხატვა ღმერთის ქმნილების ხელყოფაა და ამიტომ ტატუს გაკეთებას ცოდვად მიიჩნევენ. სხეულის მოსვირიგებას კრძალავს იუდაიზმიც. რაც შეეხება ქრისტიანობას, არაერთი მოძღვარი თავის მრევლს ურჩევს, რომ უმჯობესია, ღვთისგან ბოძებული სხეული ხელუხლებელი დატოვონ.

By huriccane

მდინარე მტკვარი გაიყინა


ძლიერი ყინვის გამო მცხეთაში მდინარე მტკვარი გაიყინა. არაგვისა და მტკვრის შესართავთან მდინარე რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ყინულმა დაფარა. როგორც ადგილობრივები იხსენებენ ასეთი უჩვეულო მოვლენა მცხეთაში დიდი ხანია არ დაფიქსირებულა.


By huriccane