თვითმკვლელობა


მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება  სტიქიური მოვლენების, კატასტროფების, ავადმყოფობების, ასაკის გამო, რაც თავისთავად სამწუხაროა, როგორც ადამიანთა გრძნობებისთვის, ასევე დემოგრაფიის განვითარებისთვის. ასეთი ადამიანები მიიჩნევიან ბედისწერის მსხვერპლებად და ხშირშემთხვევაში ოჯახური წრის გარდა, არავინ ინტერესდება მათი პირადი ცხოვრებით, განვლილი გზითა და საქმიანობით. მოკვდაობა, რა თქმა უნდა გარდაუვალია და როგორც ქრისტიანებს, კათოლიკეებს და სხვა სარწმუნოების მიმდევრებს გვწამს ეს უფლის ნებაა, თუმცა არსებობს ერთი ფაქტი, თვითმკვლელობა რაც საკუთარი თავის სასიკვდილოდ გამეტებას ნიშნავს. რა საკვირველია, ესეც მოკვდაობის მაჩვენებელში იწერება და ერთიორად ზრდის გარდაცვლილთა რაოდენობას.

საბედისწერო სიკვდილს იშვიათად თუ განიხილავენ ფსიქოლოგები ან ფსიქიატრები, რადგან ასე გარდაცვლილ ადამიანს შესაძლოა საერთოდ არ უფიქრია სიკვდილზე, შესაბამისად ასეთი დარგის ექიმებისთვის ნაკლებად საინტერესოა. თვთმკვლელობა კი ფსიქიატრებისთვის, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე “საყვარელი” და საინტერესო ფენომენია, რადგან “სუიციდის” მანიით შებყრობილი ადამიანი (რა საკვირველია ჯერ კიდევ ცოცხალი) ყველაზე მეტად მოითხოვს ფსიქოლოგიურ თუ ფსიქიატრიულ დახმარებას, რაც მათი უნარჩვევების გამომჟღავნების საუკეთესო შანსს აძლევს. ევროპის სხვა და სხვა ქალაქებში (მაგ:  სტოკჰოლმი,ლონდონი,პარიზი…) არსებობს სპეციალური დაწესებულებები თვითმკვლელობის სურვლით შებყრობილი ადამიანების დასახმარებლად. ზოგიერთი მათგანი პაციენტს სთავაზობს ამ მავნე ფიქრების მოცილებაში დახმარებას, ზოგიერთი კი (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) მარტივი სიკვდილის თეორიას ასწავლის და სხვა და სხვა ხერხებს სთავაზობს თავის მარტივად, ზედმეტი ტანჯვის გარეშე მოსაკვლელად.

მე არ მინდა შევეხო რაიმე სტატისტიკურ მონაცემებს და დავასახელო კონკრეტული რიცხვი “სუიციდის” შემთხვევებისა, ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთ ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია. მე მინდა ვისაუბრო მიზეზებზე, თუ რატომ ხდება ეს , რატომ მიდის ადამიანი თავისი ფეხით  სიკვდილის საზღვართან, რატომ ემშვიდობება წუთისოფელს თავისი ნებით…

არსებობენ სუსტი და ძლიერი პიროვნებები, პესიმისტები და ოპტიმისტები. ადამიანს, რომელსაც თავის მოკვლა სურს, რეალურად არ უნდათ სიკვდილი, უბრალოდ მას სურს განთავისუფლდეს იმ ტკივილისგან, რომელიც უფსკრულისკენ მიაქანებს და თვითვმკლელობისკენ უბიძგებს. რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ტკივილი? ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულ ხასიათს ატარებს. დედამ, შესაძლოა შვილის გარდაცვალების გამო მოიკლას თავი, ცოლმა ქმრის, ან ქმარმა ცოლის გამო, ასევე შესაძლებელია მძიმე ეკონომიკური ვითარება, სიღარიბე გახდეს “სუიციდის” მიზეზი, ან კიდევ ადამიანების ფენოტიპებად გამორჩევამ და საზოგადოების ცუდმა გავლენამ, გარიყვის პრინციპმა იმოქმედოს პიროვნების ფსიქიკაზე… ერთი სიტყვით, გაუსაძლის ტკივილს, დეპრესიას შეუძლია ადამიანის თვითვმკვლელობამდე მიყვანა.

By huriccane

გენდერული ძალადობა _ საქართველო


საქართველოში გენდერული ძალადობის სხვადასხვა გამოვლინებების მაღალი სტატისტიკა ფიქსირდება. როგორც წესი, გენდერული ძალადობის შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკა რეალობის მხოლოდ ნაწილს ასახავს _ ანუ, უნდა ვიგულისხმოთ რომ ძალადობის მაჩვენებელი სინამდვილეში კიდევ უფრო მაღალია. ძალადობის მასშტაბურად არსებობა–კვლავწარმოებას საზოგადოებაში ხელს უწყობს კულტურული სტერეოტიპების არსებობა. ანუ, ქვეყანაში, რომელშიც ქალის კულტით აპელირებენ, კულტურული გარემო ამ ,,გაღმერთებული” ქალების ჩაგვრისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

By huriccane

გენდერული თანასწორობა


ტერმინი „გენდერი” აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, რომელიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. სქესის სოციალური და კულტურული ინტერპრეტაცია ანუ ის, რასაც საზოგადოება აღიქვამს, როგორც ქალურ და მამაკაცურ თვისებებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიბადებით კონკრეტული სქესით, მაგრამ ვსწავლობთ გენდერს, ე. ი. იმას, თუ რას ნიშნავს იყო კაცი ან ქალი. გენდერული განსხვავების მაგალითია ის, რომ ქალებისაგან ზოგადად მოელიან ძირითად პასუხისმგებლობას სახლის საქმეებზე, ხოლო მამაკაცებისგან – არა. გენდერი მოიცავს არა მარტო იმ დამახასიათებელ ნიშნებს და თვისებებს, რომლებსაც ჩვენ მამაკაცურად ან ქალურად ვთვლით, არამედ იმასაც, რის გაკეთებასაც მოელიან კაცებისა და ქალებისაგან: რა როლებისა და ამოცანების შესრულება ეკისრებათ მათ, როგორი ქცევაა მოსალოდნელი; ასევე, მათგან მოელიან გარკვეულ სფეროებში მუშაობას, გარკვეულ თემებზე ფიქრს, გარკვეული ღირებულებების ქონას და ა. შ. ქალებისგან ძირითადად მოსალოდნელია, რომ მათთვის ღირებული იყოს ურთიერთობები, ხოლო კაცების შემთხვევაში – მათი მიღწევები. ითვლება, რომ ქალები უფრო მეტს ფიქრობენ სხვა ადამიანებზე, ვიდრე კაცები და რომ კაცებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მათი ერის (ქვეყნის) კეთილდღეობა და ა. შ.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი, მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.

სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2008 წლის მონაცემებით ცხოვრობს 2303,7 ქალი და 2078,4 მამაკაცი.  ეს რაც შეეხება ზოგად ინფორმაციას. ჩემი აზრით გენდერულ თანასწორობა სხვადასხვა ქვეყანაში

სხვადასხვაგვარად უნდა იყოს განხილული გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაგ: რელიგია, მენტალიტეტი,ტრადიციები. ცოტა რთულია ქართულ რეალობაში გადაჭრით ვისაუბროთ, რომ გენდერული თანასწორობა უნდა არსებობდეს სრული გაგებით. რთულია ქართველი მამაკაცის თავმოყვარეობას გადააბიჯო და დაარწმუნო,რომ ის ქალზე მაღლა არაფრით არ დგას. მართალია კონსტიტუცია გვასწავლის, რომ “ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა,რელიგიისა და ა.შ” მაგრამ ჩვენი რელიგია ყოველთვის წინ აყენებდა მამრობით სქესს. ასევე ჩვენი მრავალი ტრადიცია ეწინააღმდეგება გენდერულ თანასწორობას. მიუხედავად ყველაფრისა, აშკარად იგრძნობა პროგრესი ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციის. მგონი არ იქნება ურიგო, თუ უფრო მეტი უფლებები და საკუთარი რეალიზაციის საშუალება ექნებათ ქალებს (ქართველი ქალების უმეტესობას). ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, უნდა იყვნენ ქალი და მამაკაცი თანასწორნი?

By huriccane

საინტერესოა


2010 წელს, კავკასიის ქალთა კვლევისა და კონსულტირების ქსელმა გამოაქვეყნა კვლევა ოჯახური ძალადობის შესახებ. კვლევის ფარგლებში გამოკითხულ იქნა 1000 ქალი ქვეყნის მასშტაბით.

• გამოკითხულ ქალთა 22.2%-მა განაცხადა, რომ სულ მცირე ერთხელ მაინც ყოფილა მეუღლისაგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

• რესპონდენტთა დაახლოებით 5% მიუთითებდა ძალადობის ხშირ შემთხვევებზე.

• 25.5%-მა აღიარა ქმრისაგან სექსუალური შეურაცხყოფა.

კვლევამ ცხადყო მნიშვნელოვანი ბარიერების არსებობა ქალთა მიერ დაცვისა და სერვისების მოძიების საქმეში:

• 13.1 % -მა განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ შეეტყობინებინათ პოლიციისათვის ფიზიკური ოჯახური ძალადობის შესახებ.

• მხოლოდ 1.8%-მა მიმართა უშუალოდ პოლიციას.

• რესპონდენტთა 8.4 %-ს სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება სულ მცირე ერთხელ მაინც ოჯახური ძალადობის შედეგად.

მხოლოდ 2.7% მოიძია სამედიცინო დახმარებამ – ეს შეუსაბამობა დახმარების საჭიროების მქონე და დახმარების უშუალოდ მომძიებელ პირთა რიცხვს შორის შეიძლება ნაწილობრივ მიეწეროს საზოგადოებაში არსებულ მიდგომებს:

• გამოკითხულ ქალთა თითქმის 90%-ზე მეტმა მიუთითა, რომ ”ქალი უნდა იყოს უფრო თავშეკავებული და ეცადოს არ გამოიწვიოს ძალადობა”.

• ქალთა 60%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ”ყველაფრის მიუხედავად, რაც ხდება ოჯახში, ოჯახის შიგნით უნდა დარჩეს”.

By huriccane

ოჯახური ძალადობა


დასაწყის ეტაპზე ოჯახში ძალადობის ტერმინი მხოლოდ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობდა, მაგრამ ახლა მამაკაცების წინააღმდეგ ძალადობასაც მოიაზრებს, მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ოჯახში ყველაზე გავრცელებული სახის ძალადობაა ცოლის ცემა. მის ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებენ, ესენია: 1. ეჭვიანობა 2. ქმრის მიმართ უპატივცემულობა 3. ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის და გამგებლის „უფლება“ – სცემოს ცოლი 4. ალკოჰოლური მდგომარეობა. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, ისეთები, როგორიცაა: ცოლის მუდმივი კონტროლი, საკუთარი მშობლებისა და მეგობრებისაგან იზოლაცია; მუქარა, დაშინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება და ა.შ.

ოჯახური ძალადობა და მისი ფორმები:

არსებული ლიტერატურის თანახმად, ოჯახს შიდა ძალადობად მოიაზრება ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ძალის, დამცირების ან რაიმე სახის შეზღუდვის, ჩაგვრის გამოყენება მასზე ძალაუფლებისა და კონტროლის მოსაპოვებლად. ამდენად, ოჯახური ძალადობის გამოვლინებათა სპექტრი მეტად ფართო და მრავალსახოვანია, დაწყებული მისი ყველაზე აშკარა და უკიდურესი ფორმით – სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნით, ცემით თუ ფიზიკური წვალებით, დამთავრებული ფარული თუ ღია ფსიქოლოგიური ზეწოლით და ამა თუ იმ სახის ჩაგვრით, რაც, ხშირ შემთხვევებში არანაკლები ზიანის მომტანია როგორც მისი უშუალო მსხვერპლისათვის, ასევე ოჯახის სხვა წევრებისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის.

ოჯახური ძალადობის პრობლემის მოგვარების საკითხში უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეიძლება განვიხილოთ 2006 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. ამ კანონით პირველად განისაზღვრა ოჯახური ძალადობა და მისი ფორმები, ისევე როგორც ჩამოყალიბდა შესაბამისი რეაგირებისათვის აუცილებელი ნაბიჯები.

ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯქხის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით (“საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, მუხლი 3.)

კანონში ჩადებულია ძალადობის ისეთი ფორმების განმარტება, როგორებიცაა ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა და სექსუალური ძალადობა.
ფიზიკური ძალადობა – სხეულის დაზიანება, ფიზიკური თავდასხმა ან სხვადასხვა სახის აგრესიული საქციელი, დაწყებული დაჟეჟილობით _ მკვლელობამდე. ის ხშირად იწყება ერთხელობრივი დარტყმით, რომელიც გადაიზრდება უფრო ხშირ და სერიოზულ თავდასხმაში;

სექსუალური ძალადობა – ქალის იძულება შევიდეს სექსუალურ კავშირში ან თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ მონაწილეობა მიიღოს სექსუალურ აქტში;

ეკონომიკური ძალადობა – ფინანსური კონტროლი, ეკონომიკური რესურსებისაგან მოწყვეტა, მუშაობის აკრძალვა, უარი ფულის მიცემაზე, ეკონომიკური ზიანის მიყენება (პირადი საკუთრების განადგურება) და ა.შ.;

ფსიქოლოგიური ძალადობა – მოიცავს დამცირებას, უხეშ დამოკიდებულებას, ზედმეტ მესაკუთრეობას, ქალის იზოლირებას მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან, დაშინებას, მუქარას, მისით მანიპულირებას და ა.შ. ზოგიერთი ავტორი ფსიქოლოგიურის პარალელურად გამოყოფს ვერბალურ ძალადობას, რაც გულისხმობს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას. ძალადობის ეს სახე, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს ფსიქოლოგიური ჩაგვრის დიდ დოზას, ხშირად ცალკე განიხილება თავისი განსაკუთრებული სპეციფიკურობის გამო.

ოჯახური ძალადობის სტატისტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში:

• ოჯახური ძალადობა არის ყველაზე ხშირი დანაშაული.

• ყოველ 15 წამში ხდება ოჯახური ძალადობის ერთი ფაქტი.

• ქალების 30% და მამაკაცების 8% განუცდია ოჯახური ძალადობა.

• მოკლულ ქალთა 30% მოკლულია პარტნიორის მიერ.

• პატნიორის მკვლელობათა 3/4 ქალების მკლელობაზე მოდის.

• ქალთა ცემის რიცხვი ოჯახური ძალადობისას აღემატება ქალთა დაზიანების ფაქტებს ავტოავარიის, გაუპატიურების და თავდასხმის შედეგად (ერთად აღებული).

• ოჯახურ ძალადობას ადგილი აქვს ყველა სოციალური, ეკონომიური, ასაკობრივი და ეთნიკური ჯგუფის წევრთა შორის.

• განსაკუთრებით მაღალია ძალადობა დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში.

• ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აღინიშნება ოჯახურ ძალადობას შემთხვევათა მხოლოდ 10%-ში.

 

By huriccane

ბავშვებზე ძალადობა


ვფიქრობ,რომ დღეს დღეობით ერთ-ერთ დიდი პრობლა ისაა,რომ ხშირად ირღვევა ბავშვის უფლებები,ეს შეიძლება იყოს მშობლის მხრიდან,საზოგადოების მხრიდან და ა.შ ხსირია ისეთი შემტხევები როცა მშობელი აიძულებს ბავშვს გააკეთეოს ისეთი საქმმეები რაც მას არ ევალება მაგ:იმათხოვროს,იმუშაოს მძიმე სამუშაოზე და რაც ყველაზე საშინელებაა მოიპაროს.

ფსიქოლოგების განმარტებით, ძალადობა ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს ემოციურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ, სექსუალურ იძულებას, დათრგუნვას და ზიანს. ის შეიძლება იყოს ღია (მაგალითად ფიზიკური), ან ფარული (მუქარა, დევნა, მოტყუება). ძალადობაა ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შელახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება.

ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს. მათ შორის ნებისმიერი ფიზიკური მოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმშიმის დაზიანებას (ცემა, ხელისკვრა, პანღურის ამორტყმა, დაწვა, კბენა, მოგუდვა, ნჯღრევა, ჩქმეტა, ნემსით ჩხვლეტა, განსაკუთრებული დასჯის გამოყენება – წამება, ბნელ ადგილას ჩაკეტვა, ისეთი სამუშაოების შესრულების მოთხოვნა, რომელსაც ბავშვი ვერ გაუმკლავდება, იარაღით დამუქრება და სხვა), სიტყვიერი ან ქცევითი ზემოქმედებით ბავშვში შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა მდგომარეობების პროვოცირება (მუქარა, დაშინება, დაბრალება, დაცინვა, ურთიერთობების შეზღუდვა, ინტერესების გაუთვალისწინებლობა და სხვ), ბავშვის გამოყენება სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან გამორჩენის მიზნით (სექსუალური რეპლიკების დევნა, ეროტიული აკლერსი, თვალთვალი, პორნოგრაფიული სურათების გადაღება, სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან ჟურნალების დათვალიერების ნებართვა ან ხელშეწყობა, გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა, სასქესო ორგანოების დემონსტრირება, ღია საუბრები სექსზე ბავშვის ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით, ინცესტი, სხეულით ვაჭრობის იძულება და სხვ), ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების (საკვები, საცხოვრებელი, ტანსაცმელი, მოვლა, მეთვალყურეობა, ყურადღება, განათლება, სამედიცინო დახმარება და სხვ) რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის თუ მეურვის მხრიდან, ობიექტური მიზეზების გამო, ან ამგვარი მიზეზების გარეშე.

სპეციალისტთა მტკიცებით, ბავშვთა მიმართ ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და შედეგად ხშირად ვიღებთ შედეგად: მათ სიკვდილს სკოლამდელ ასაკში, მომავლის შიშს, კონფლიქტებს, აგრესიულობას, უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ სასკოლო უნარები (მეხსიერება, ყურადღება, ადაპტაცია). ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დარღვევები, ხშირად სახლიდანაც გარბიან, ეძალებიან ალკოჰოლს და ხდებიან ნარკოტიკების მომხმარებლები, ექცევიან კრიმინალური სამყაროს გარემოცვაში, მისდევენ პროსტიტუციას და თავადაც ხდებიან მოძალადენი.

“ბავშვები ხშირად არაფერს ამბობენ მათ მიერ გამოვლენილ ძალადობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ მათ არ დაუჯერებენ, ან მოძალადოს ეშინიათ, ანდა ფიქრობენ, რომ გარემომცველებმა ისედაც ყველაფერი იციან, ან უხერხულობოს და სირცხვილის განცდები აწუხებთ. ბავშვებს ხშირად არ ესმით, რომ მათ ზიანი მიაყენეს, ან თავად თვლის თავს დამნაშავედ და დასჯის ეშინია. ან მოძალადეს იცავს, რომ არ დააპატიმრონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოძალადე ბავშვის ახლობელი ადამიანია. მშობლები კი თვლიან, რომ ოჯახში მომხდარი ძალადობის შემთხვევა ხშირად “ოჯახის საქმეა” და სხვას არ ეხება,” – ამბობს ქეთევან თავართქილაძე ბავშვთა დახმარების ცენტრის წარმომადგენელი. მისივე ინფორმაციით, შარშან ივლისის თვეში ბავშვებზე ძალადობის ექვსი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ოთხ შემთხვევაში დედა იყო მოძალადე.

ცოტა ხნის წინ, საქართველოსა და ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ჩაატარეს ერთობლივი კვლევა. (პროექტის პარტნიორები არიან ესტონეთის ღია საზოგადოება და საქართველოს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი.) კვლევა ეხებოდა, როგორც ოჯახურ ძალადობას, ასევე ძალადობას ბავშვებზე. გამოითხა, როგორც ექიმები, ასევე პოლიციის თანამშრომლები.

გამოკითხვების თანახმად, ქართველ პოლიციელთა უმრავლესობა და პედიატრების მესამედი ფიქრობს, რომ ბავშვებზე ძალადობა საქართველოში დახურული თემაა. საქართველოში გავრცელებულია ბავშვებზე ისეთი სახის ძალადობა, როგორიცაა “შესანჯღრევი ბავშვის სინდრომი”, მას ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდებიან პედიატრების 17 პროცენტი.

კვლევების თანახმად, საქართველოში ბავშვებში ფართოდაა გავრცელებული ნარკომანია. ბავშვ-ნარკომანებსა და ტოქსიკომანებთან ყოველკვირეულად პედიატრების 12 პროცენტს აქვს შეხება. ბავშვები, რომლებიც არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ყოველთვიურად პედიატრების 10 პროცენტს აქვს შეხება.

By huriccane


მოგესალმებით მკითხველო, დიდი პაუზის შემდეგ დავბრუნდი თან დიდი სიახლით, დღეიდან შევცვლი ჩემ ბლოგს:))ახალ და საინტერესო  ინფორმაციებს დავდებ, რომეცილ კავშირში იქნება ახალგაზრდა ომბუდსმეთან.ეხლა რატომ გადავწყვიტე,რომ შემეცვალა შინაარსი ჩემი ბლოგის:))გადავწყვეტილი მაქ ჩავაბარო სამართალზე ,რადგან ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესოა და ამიტომაც გადავწყვიტე შემეცვალა ჩემი ბლოგიც:)

By huriccane

ზურა სალუქვაძე


მოგესალმებით მკითხველო,ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ინტერვიუ ამეღო თინეიჯერებში პოპულარულ ახალგაზრდა პოეტთან ზურა სალუქვაძესთან.ის დიდი სიამოვნებით დამთანხმდა და რამდენიმე კითხვაზე გამცა პასუხი.

ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი?

– ჩემი საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძეა.

რას ურჩევით მომავალი თაობის ახალგაზრდებს?

რაც შეეხება რას ვურჩევდი ახალ თაობას…. ალბათ იმას რომ ეცადონ რაც შეიძლება მაგრად ისწავლონ და არასოდეს არ ჩაიქნიონ მიზნისთვის ბრძოლაში ხელი.

როგორ შეაფასებდით დღევანდელი თინეიჯერების ცხოვრების სტილს?

დიდათ არ ვიცნობ ეხლანდელი თინეიჯერების ცხოვრების სტილს მაგრამ სხვაობა რაც ვნახე 5 წლის წინანდელ თინეიჯერებსა და ეხლანდელ თინეიჯერებს შორის საოცრად დიდია… ეხლა ბევრად მოტივირებულები არიან რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ, ანუ სწავლობენ და წინსვლაზე სერიოზულად ფიქრობენ.

 

By huriccane

“ცხელი აგვისტო”


17 მაის ქალაქ ხაშურის კულტურის სახლში ჩამოვიდა გორის თეატრი .წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ცხელი აგვისტო“.სპექტაკლი ძალიან ემოციური იყო და მსახიობებს ბოლომდე გადმოქვცეს განცდები.შემზარავი იყო კიდევ იმის გახსენება თუ რა მოხდა 2008 წლის აგვსტოში.როცა სპექტაკლი მიმდინარეობა მას მტელი დარბაზი ემოსციებით და განცდიტ უყურებდა.ასევე იყო ცრემლიც,სპექტაკლმა მოლოდინს გადააჭარბა ძალიან მაგარი იყო.:*

By huriccane

სინამდვილე!:(


მას შემდეგ რაც გადაცემა 100C უყურე საბოლოოდ გადავწყვიტე რო ეს პოსტი დამეწერა.ეს გადაცემა ეხებოდა გოტებს და სხვა ასეტი სექტის მიმდევრებს.როცა გადაცემას უყურებდი ვერ ვაცნობიერედი თუ ასეთი რამ საქართველოში ხდებოა ეს ჩემთვის ძალიან შემზარავი იყო.ეს მოზარდები ვერ აცნობიერებენ თუ რას აკეტებენ,ა რაც ყველაზე ცუდია მათ მოსწონთ ცხოველებისა და ფრინველების წამება,რაც მიუგებელია საზოგადოებისატვის.მე ვპიქრობ და  ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ამ მოზარდებს  სჭირდებათ დახმარება და როგორ დავეხმაროთ მათ?რომ ისინი მიხვდნენ რას აკეტებენ და როგორ ინგრევენ ცხოვრებას,ასევე როგორ კარგავენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დროს რომელიც არასდროს დაბრუნდება:

გოთური სუბკულტურა არის ერთ–ერთი თანამედროვე სუბკულტურა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. იგი აღმოცენდა გაერთიანებულ სამეფოში ადრეულ 1980–იან წლებში გოთიკური როკის სცენაზე, როგორც პოსტ პანკის ჟანრის განშტოება. გოთური სუბკულტურა ასოცირებულია განსაკუთრებულ მუსიკალურ გემოვნებასთან, ესთეტიკასთან, მოდასთან. გოთები იცვამენ პანკურ, ანდროგენულ, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ვიქტორიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილის ტანისამოსს. ეს ყველაფერი კი კომბინაციაში მოჰყავთ ძირითადად შავ მორთულობასთან, სპეციფიკურ მაკიაჟთან და თმების ვარცხნილობასთან.

ყველაზე რთული და საინტერესო გოთურ სუბკულტურაში არის მათი იდეოლოგია. მისი ზუსტი განსაზღვრება მეტად რთულია სხვადასხვა მიზეზის გამო. ტრადიციულად, საზოგადოება, ადამიანები სწამებენ გოთებს, რომ ისინი არიან მუდამ დეპრესიაში, უჩვეულოდ შეუწყნარებლები, მოძალადეები, თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილები, ვამპირები ან ისეთები, ვისაც სჯერა, რომ ვამპირია, სადომაზოხისტები, სატანისტები, მუსიკოსები, მხატვრები თუ სხვა სახის არტისტები, ატარებენ შავს (ზოგი, პირიქით, თეთრს), იღებავენ თმას, იკეთებენ თეთრ მაკიაჟს მთელ სახეზე.

ამ შემთხვევაზე შეიძლება ითქვას, რომ 13–დან 19–მდე ასაკის ბავშვები, მოზარდები, გარკვეულწილად უფრო ემოციურად აღიქვამენ წარუმატებლობებს და ხშირად ექცევიან სხვადასხვა სუბკულტურის ზეგავლენის ქვეშ გაუცნიბიერებლად, მისი შინაარსის გააზრების გარეშე. ამ ბავშვებისათვი ეს არის საშუალება იგრძნონ თავი განსხვავებულად, რასაც ხშირად ისინი ზედმეტ აჟიტირებულობამდეც მიჰყავს.

შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ გოთებს მართლაც ახასიათებთ ზედმეტი მანერულობა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა ამ უკანასკნელებმა ამ სუბკულტურის წარმომადგენლის ნიღბის მეშვეობით ყურადღება დაიმსახურონ ზოგჯერ ზიზღისმომგვრელი მეთოდებითაც კი. მაინც რატომ არის გოთებისთვის სიბნელის, მისტიციზმის ხიბლი, იდუმალი ხასიათი ჩადებულია მათსავე ტრადიციაში? ან არის კი?

სტერეოტიპები ალბათ იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანები ხსირად არ ამოწმებენ მიღებულ ინფორმაციას.

ყოველი ადამიანი გაუაზრებლად მიეკუთვნება რაღაც გარკვეულ სუბკულტურას, თუმცა ამ სუბკულტურებას არ გააჩნიათ არც სიმბოლოები და არც სტანდარტები თუ ჩარჩოები. გოთებს ახასიათებთ სამყაროს სავად აღქმისაკენ მიდრეკილება. საკმაოდ რთულია გოთების კომპლექსური მსოფლმხედველობის ახსნა, საბოლოო ჯამში, ეს არის რომანტიკულ–დეპრესიული შეხედულება ცხოვრებაზე, რაც აისახება მათ ქცევაზე (ჩაკეტილობა, ხშირი დეპრესიები, მელანქოლია, გულჩვილობა), მათ მიერ რეალობის აღქმაზე. გოთებს ახასიათებთ მიდრეკილება ყოველივე მშვენიერისადმი და ზეაღმატებულისადმი – სწორედ ასეთი წარმოდგენა აქვთ ადამიანებს მათ მიმართ და ეს არასწორია.

ეს ყველაფერი ტყუილია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სუბკულტურა ვერანაირად ვერ იქნება დაკავშირებული მსოფლმხედველობასთან, რადგან ის არც რელიგიაა და არც სოციალური ჯგუფი. არამედ არის რაღაც საერთო ინტერესებით გაერთიანებული ერთობა და ამ საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფის ყველა წევრს შეუძლებელია ჰქონდეს ყველაფერზე ერთი შეხედულება და საერთო აზროვნება.

გოთური სუბკულტური იდეოლოგიის აღწერა არის მეტად რთული, პირველ რიგში იმიტომ, რომ გოთებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხასიათს და ესთეტიკას. ისინი შეპყრობილნი არიან რომანტიზმით და ნეორომანტიზმით. სიბნელე, იდუმალება, ავადმყოფური იმიჯი და ხასიათი თითქმის ყველა გოთიკური რომანის ყურადღების ცენტრშია. როგორც წესი, ადრეულ გოთურ რომანებში ცენტრალურ პერსონაჟად წარმოდგენილი იყო გოგონა, რომელიც არის ლამაზი, სასიამოვნო ადამიანი, კეთილი, მორცხვი და თითქოს სწორედ ამ იდეალიზმის გამო ბოლოს ჯილდოვდება ბედნიერი ცოლქმრული ცხოვრებით, საზოგადოებრივი მდგომარეობით და სიმდიდრით, თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა, იგი არის ზედმეტად გულჩვილი და ზოგჯერ მარტოსულიც. მას უყვარს ტყეებში სეირნობა, მთვარის შუქზე ოცნება და დაძაბულ მომენტებში ხშირად მისდის გული. თუმცა გოთური რომანის სიუჟეტი ისეთია, რომ მოითხოვს ბოროტი ძალის (უარყოფითი პერსონაჟის) არსებობას. ეს ბოროტი პერსონაჟი იმდენად თვითმყოფადი და საინტერესოა, რომ ადვილად ახერხებს რომანის მთავარი გმირის „გაძევებას“. იგი იძენს უსაზღვრო ძალაუფლებას და მკითხველის მხრიდან ყურადღების დამსახურების გამო ხდება წამყვანი ფიგურა. გოთური რომანის ელემენტები ვლინდება ორივე პერსონაჟის შინაგან ბუნებაში, თუმცა დადებითი გმირი იმდენად სტანდარტული და ვიწრო საზღვრების მქონეა, რომ მას არ შეუძლია ამ სტანდარტების ისე შეცვლა, რომ გამოავლინოს ინდივიდუალურობა. ხოლო ბოროტ გმირს კი აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, მას შეუძლია იყოს არასტანდარტული და არსებობდეს ყოველგვარი საზღვრების გარეშე, რაც პირდაპირ ეხმიანება გოთების ერთ–ერთ პრინციპს შინაგანი თავისუფლებისაკენ სწრაფვის შესახებ.

მიუხედავად იმ გავრცელებული სტერეოტიპებისა, რაც ხალხში არსებობს, საზოგადოება არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს გოთი სამყაროს, ეს მოვლენა არ არის ცხადი საზოგადოებისათვის. უცნაურია, მაგრამ გოთების უმრავლესობას არ ახასიათებს ის პათოსური მისწრაფებები, რა წარმოდგენებიც არსებობს მათ შესახებ. გოთების შესახებ ჩამოყალიბებული აზრები სათავეს იღებს არა გოთური სუბკულტურიდან, არამედ „ჩვეულებრივი“ (ვგულისხმობ არაგოთებს) ადამიანების პირადი შეხედულებებიდან, ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს ხალხის ამა თუ იმ მოვლენის მისეული აღქმა თუ ინტერპრეტაცია. და გოთების ვიტომდა შავბნელი განწყობები, საზოგადოებაში ამ აზრის გავრცელებას საფუძველს აძლევს. Gგარდა უარყოფითისა, გოთებზე დადებითი შეხედულებებიც არსებობს, რომ მათ გააჩნიათ შემოქმედებისაკენ სწრაფვა, ხატვა, პროზა, არიან შემოქმედი სულები, შედარებით სერიოზული ადამიანები, არ უხარიათ ყოველდღე, მაგრამ ტუ განიცდიან ამ გრძნობას, უხარიათ ბოლომდე. ბევრი მათგანი თავად ქმნის ხელოვნების ნიმუშებს. ამ ტიპის მოსაზრებებზე სხვებს უჩნდებათ კითხვა, რომ მატაც უყვართ ხელოვნება და გოთები არიან?

გოთების სუბკულტურის განვითარებას მოჰყვა მათი ახალი სახეობის წარმოშობაც – Perky Goth – მათთვის გოთობა მხოლოდ იმიჯი, ცაცმულობაა და სხვა არაფერი.

საზოგადოებაში გავრცელებულია სამი ფაქტორი, რითაც განისაზღვრება ადამიანების მიკუთვნება გოთური სამყაროსათვის: მუსიკა, ჩაცმულობა და მსოფლმხედველობა. თუმცა გოთური სუბკულტურა არც მუსიკით, არც ტანისამოსით არ განისაზღვრება, მისი ფენომენი, პირველ რიგში, გულისხმობს სამყაროს დახვეწილად, ხოლო სილამაზისა და სიმახინჯის გაძლიერებულად აღქმას, დისჰარმონიის მტკივნეულა განცდას. მართალია, გოთებს ახასიათებთ განსაკუთრებული შეხედულებები სიკვდილსა და სიცოცხლეზე, მაგრამ ეს არ ნისნავს იმას, რომ მათ უყვართ სიკვდილი.

გოთების აზროვნება და წარმოსახვა ძალიან ჰგავს იმავე სახელწოდების ძველი ჩრდილოელი გერმანული ტომების წარმოდგენებს სამყაროზე. ისინი იყვნენ ბუნების შვილები და არა მისი მბრძანებლები. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გოთური ტომები აწყდებოდნენ პრობლემებს და იბრძოდნენ მათი გადაწყვეტისათვის. ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ გოთური მითოლოგია ძირითადად წარმოდგენილია მუქი სიუჟეტებითა და ძირითადად აქვს ტრაგიკული დასასრული.

By huriccane