ღირს კი ხანმოკლე სიამოვნება ამად?


 ნარკოტიკი (ბერძნული სიტყვაა narkotikos  და ნიშნავს გამაბრუებელი)_ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ და საძილე საშუალებად. ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.  არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის და განსხვავებული მოქმედების ნარკორიკი.  ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც გამოყენებისთანავე იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი დგება კარგ ხასიათზე,  აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები. ხდება უფრო აქტიური, გულღია და უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს სხვადასხვაგვარი ხილვები. ეს ეფექტი ე. წ.  კაიფი ხანმოკლეა და ეიფორიის შემდეგ იწყება ე. წ. გამოსვლის ფაზა, რომელიც არასასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგან სასიამოვნო ეფექტები მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებია, რეალურად კი ორგანიზმი განიცდის ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას და შედეგად ხდება მისი გამოფიტვა. ნარკოტიკებს არასასურველი ეფექტებიც ახასიათებს. გამოსვლის ფაზაში თავს იჩენს შემდეგი მოვლენები: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა; მომატებული წნევა, გამოხატული ოფლიანობა, მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულის რევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა. ნარკოტიკების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უარყოფითი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში და ხშირ შემთხვევაში სიკვდილი.

მთელს მსოფლიოში, ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი ორგანიზმს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებებით იწამლავს.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნარკოტიკების მოხმარებაში იგულისხმება მასტიმულირებელი ყავის, ჩაისა და ერთი ჭიქა ღვინის მიღებაც კი. სხვა ნარკოტიკების მსგავსად, ჩაიში, ყავასა და უალკოჰოლო სასმელებში არსებული კოფეინი, ისევე როგორც, ღვინისა და ლუდის შემადგენლობაში შემავალი ალკოჰოლი,ისეთ ნივთიერებებს წარმოადგენენ, რომლებიც ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას აფერხებენ.
სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები არალეგალურად ითვლება და მათი მოხმარება სახიფათოა. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ჰეროინი, ოპიუმი და სხვა.

სტატისტიკა:

ნარკომანია კაცობრიობის უდიდესი უბედურებაა. მას ზიანი მოაქვს არა მარტო ცალკეული ადამიანისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის -იწვევს ახალგაზრდობის ფიზიკურ თუ მორალურ დეგრადაციას, გენოფონდის გადაგვარებას, ფსიქიკურად და ფიზიკურად დეფექტური ბავშვების რაოდენობის ზრდას, ერის ინტელექტუალური და ზნეობრივი პოტენციალის მკვეთრ შემცირებას. ამ უბედურებამ საქართველოში კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ოთხმილიონიან საქართველოში დღეს 270 000 ნარკომანია.

გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ მომავალს 🙂

By huriccane

2012


მოგვიახლოვდა 2012 წელი.ბევრი ინფორმაცია არსებობს 2012 წელზე,რომ ამ წელს სიცოცხლე აღარ იარსებებს და დედამიწა განადგურდება.მეცნიერები ორ ნაწილად გაიყვნენ.მეცნიერების ერთი ნაწილი ფიქრობს,რომ მართლაც 2012წლის 21 დეკემბერს დედამიწას დაეცემა სხვა პლანეტა, რომელიც გაანადგურებს სიცოცხლეს დედამიწაზე.ზოგიერთ ქვეყანაში ხალხს მართლაც ჯერა რომ მეორედ მოსვლა იქნება და მათ უკვე დაიწყეს კიდონბების შენება.რომელშიც შესასვლელ ბილეთებს წინასწარ ყიდულობენ.ბილეთის ფასი 154 000 000-დან იწყება.                                                                                                                                                                                                                                                                     მეცნიერების მეორე ნაწილს არ სჯერა, რომ 2012 წელი არის სიცოცხლის დასასრული.ისინი ხალხს ამხნევებენ რომ არავითარი საშიშროება არ გველის.სამყაროს დასასრულზე თქმულებები ოდიდგანვე არსებოდა,სხვადასხვა წლებში და დროში.მაგ:1999წ,2002წ და ა.შ. ცნობილი წინასწალმეტყველების აზრით  საქართველოს არავითარი საშიშროება არ ემუქრება.ეკლესია კი ქადაგებს რომ უფლის გარდა არცერთმა ადამიანმა არ იცის როდის რა მოხდება,ამიტომ ხალხს უნდა გვჯეროდეს უფლის და ვზრუნავდეთ სულის სიწმინდისათვის და არა ხორცისთვის.  ჩვენთან არს ღმერთი.

By huriccane

დედა


არის ცხოვრებაში ბევრი რამ, რასაც ვერ ვაფასებთ. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად იმსახურებენ ჩვენს დაფასებას და სიყვარულს.ესენი დედები არიან …

დედა ყველაზე ძვირფასია ამ ქვეყნად, ჩემთვის დედა არის ყველაზე წმინდის,ყველაზე ლამაზის,ყველაზე ღირსეულის იდეალი.რომ არ არსებობდნენ დედები არაფერი სულიერი არ იარსებებდა… დედა არის ის ვინც ცხრა ტვე მუცლით გვატარა, გაგვაჩინა,გაგვზარდა,გზაზე დაგვაყენა და ცხოვრება გავსწავლა.

ის ყოველთვის ყველაზე მეტად ზრუნავს და ნერვიულობს ჩვენზე.ღელავდა მისი წმინდა გლი,როდესაც ეზოში წავიქცეოდით და პირველი გამორბოდა ჩვენსკენ სიყვარულით და შიშნარევი თვალებით.მოგვეფერებოდა და გულში ჩაგვიკრავდა.ეს იყო ჩემთვის წამალი ყოველგვარი ტკივილისა და ცრემლისა,ვინ მოითვლის რამდენი ღამე თეთრად გაუთენებია ჩვენს გამო,რამდენი უძილო ღამე.რამდენჯერ გადაღლილა დღისით თუ ღამით ჩვენი დევნისაგან, რომ არაფერი გვტკენოდა.თითოეულ წამს დედა ჩვენზე ზრუნვაში ატარებს..ამ წამებისთვის ვერასოდეს ვერ გადავუხდით მადლობას.რამდენჯერ ჩაუდენია გმირობა და რამდენჯერ გაუღია მსხვერპლი დედას შვილის გამო,ან თუნდაც რამდენი რამ დაუთმია.რამდენი იავნანა გვახსოვს დედისგან,რამდენი ზღაპარი,რამდენი სითბო…დედამ გვასწავლა სიყვარული.ყველაფერი კარგი დედამ გვასწავლა და ყველაფერი რაც დედამ გვასწავლა კარგია… გავიზარდეთ…დედა მაინც ზრუნავს ჩვენზე,ის ისევ ისე ნერვიულობს ჩვენს გამო,მას ისევ ძალიან ვუყვარვართ.ან იქნებ უფრო მეტადაცი და ჩვენ ? ჩვენ თუ ვაფასებთ ამ ყველაფერსი ვუხდით მას მადლობასი ან ვცდილობთ მაინც ? იქნებ ვერც ვამჩნევთ ამ ყველაფერს და გვგონია რომ ეს ყველაფერი მისი ვალდებულებააი! ეს ასე არ არის! ვინც ჩვენს სიყვარულს ყველაზე მეტად იმსახურებს ეს დედაა,ვისთვისაც ყველაზე მეტად გვიტკენია გული და ვინც ყველაზე მეტად გაგვიხარებია. დედა-შვილობა ეს ყველაზე წმინდა გრძნობაა ამ ქვეყნად !!!

                                                                                                                                                    დედა               

ბავშვი,რომელიც დედამიწაზე მოსავლენად ემზადებოდა,ღმერთს ეკიტხება:
-უფალო,მითხრეს რო მალე დედამიწაზე უნდა მოვევლინო,მაგრამ მე,ასეტმა პატარამ და უმწეომ იქ როგორ უნდა ვიცხოვრო?
-ყველა ანგელოზთა შორის შენტვის ერთი ამოვარჩიე.ის შენ გელის,შენზე იზრუნვებს და დაგიცავს.ანგელოზი ყოველდღე გიმღერებს და გაგიღიმებს.ამგვარად შენ მის სიყვარულს შეიგრძნობ და ბედნიერი იქნები .                                                                                                                                                                                                                                                                                         -კეთილი.ენა რომ არ ვიცი,ადამიანის ნატქვამს როგორ გავიგებ?                                                                                                                                                                                                                                       -დედამიწაზე რაც კი ლამაზი და ტკბილი სიტყვებია,ანგელოზი დიდი სიყვარულილის შეგასწავლის.

-კეთილი უფალო.შენტან საუბარი რო მომინდეს როგორ მოვიქცე?
-ანგელოზი პირჯვარს გადაგსახავს და ლოცვას გასწავლის.
-გავიგე რო დედამიწაზე ცუდი ადამიანებიც ყოფილან,მე ვინ დამიცავს?

-ანგელოზი თავის სიცოცხლეაც კი გასწირავს შენსდასაცავად.
-შენ დზალიან მწუხვარ რომ ვეგარ გნახავ…
-ანგელოზი გაუდმებით გესაუბრება ჩემზე და ჩემსკენ მომავალ გზას გიჩვენებს.ამ დროს სამოთხეში სრული სიცუმე ჩამოვარდება.

პატარა მიხვდება რომ წასვლის დროა და ბოლო შეკიტხვას უსვამს უფალს:
-უფალო,თუ უკვე წასვლს დროა,სწრაფად მითხარი რა ქვია ჩემს ანგელოზს?
-მისი სახლი საჩირო არის, შენ მას დედას დაძახებ.


By huriccane

ზამთარი


ჩემს ქუჩაზე შემოსახლდა ზამთარი

ლამპიონებს მიესალმა სიცივე,

აღარ მინდა შემოდგომა,დამღალა

აღარ მინდა სულ ერთი და იგივე.

ქრიზანთემებს სიო ურხევს დალალებს

როგორ გაძლებს ღამეც გარეთ,სამი თვე

ცაზე თურმე გადამწვარა ვარსკვლავი

ძალიან გთხოვ ღმერთო მთვარე ამინთე.

შემორჩენილ სითბოს ვაცმევ იანვარს

ახლა მხოლოდ გული დამრჩა მათხოვარს,

გრანელივით დავრჩი მიუსაფარი

სიცოცხლე მძულს უფალმა რომ მათხოვა.

ფანტელები მეცემიან ხურდებად

მადლობასაც შეპარვია სიმორცხვე,

რომ ვიცოდე თოვლი აღარ დადნება

გეფიცები,თებერვლამდე ვილოცებ.

დღე კიაფობს სევდაჩამცხრალ ლანდებთან

ხმა ჩაუწყდა ქარში ბებერ იადონს

ჩემს ქუჩაზე შემოსახლდა ზამთარი

და მდგმურივით ახლაც ჩემში ბინადრობს.

 

 

 

 

By huriccane

მეგობრობა


                                                                                                                                                                                                  მეგობრობა ეს ყველაზე წმინდა გრდზნობაა,მეგობრობა ყველაფერია.კარგი მეგობრის ყოლა ეს იმას ნიშნავს,რომ მთელი ცხოვრება იყო ბედნიერი.მეგობრის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.ყველაზე დიდი სიხარული გყავდეს საუკეთესო მეგობარი.საუკეთესო მეგობარი ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები,საუკეთესო მეგობარს უთქმელად უნდა ესმოდეს შენი,იყოს შენი ერთგული,გვერდში გედგას მუდამ ჭირშიც და ლხინშიც.ძნელია ნამდვილი მეგობრის ყოლა მაგრამ ნამდვილი მეგობრები კიდევ არსებობენ.

                                                       ” მეგობარი”

მიყვარხარ მეგობარო, მიყვარხარ არა მხოლოდ იმისთვის რაც ხარ, არამედ იმისთვის რაც ვარ, როცა შენს გვერდით ვარ.მიყვარხარ არა მხოლოდ იმისთვსი, როგორ მეგობრად იქეც, იმისთვის, რა მეგობრადაც მაქციე.მიყვარხარ,რადგან მეტი წილი გაქვს ჩემს სიცოცხლეში,ვიდრე სხვა რამ მრწამსს და მეტი წილი ჩემს ბედნიერებაში , ვიდრე ნებისმიერ იღბალს.შენ ეს შეძელი და ამისთვის მთელი ცხოვრების შეცვლა დაგჭირდა.შენ ეს შეძელი იმიტომ რომ უფალმა დიდი ჭეშმარიტი მეგობრობის წინაშე დაგვაყენა და გვათქმევინა ყველაზე დიდი მონაპოვარი რაც ადამიანს ცხოვრებაში გააჩნია ეს მეგობრობაა,სრულქმნის ბედნიერებას და აქარწყლებს უბედურებებს, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და დარდს  გვინახევრებს.

By huriccane

მარკ ცუკერბერგი Facebook-ს აუქმებს


მარკ ცუკერბერგი Facebook-ს აუქმებს

Facebook-ი გაუკონტროლებელი გახდა. სტრესმა, რომელსაც კომპანიის მართვა მანიჭებს, ჩემი ცხოვრება საერთოდ დაანგრია, მე ამას ბოლო უნდა მოვუღო, – განაცხადა Facebook-ის დამფუძნებელმა და მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა, პალო ალტოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცუკენბერგის განცხადებით, 2012 წლის 15 მარტიდან მოყოლებული, მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ სოციალურ ქსელში შესვლას. მომხმარებლებს ჯერჯერობით Facebook-ში შესვლის საშუალება ეძლევათ.

“2012 წლის 15 მარტს მთელი საიტი გაითიშება, – განაცხადა ავრატ ხუმარტიმ, კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ტექნიკურ საკითხებში, – ამიტომ თუ თქვენ გინდათ თქვენი სურათების მომავალში ნახვა, გირჩევნიათ Facebook-დან აიღოთ ისინი. Facebook-ის გათიშვის შემდეგ, მათ უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ.

ცუკერბერგის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება ძნელი იყო, მაგრამ იგი არ ფიქრობს, რომ ხალხი ამის გამო ცუდად იქნება.

“პირადად მე ვთვლი, რომ Facebook-ის გაუქმების შემდეგ ხალხი გარეთ გამოვა და ვირტუალური მეგობრების მაგივრად ნამდვილ მეგობრებს გაიჩენს, ეს კი ყოველთვის კარგია”, – განაცხადა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა სატელეფონო საუბრისას.

ბევრი აკრიტიკებს ცუკენბერგს მისი გადაწყვეტილების გამო. მოცემულ მომენტში Facebook დასახელებულია ყველაზე მომგებიან ბიზნესად, რომელიც 7,9 მილიარდი დოლარითაა შეფასებული, ცუკერბერგი კი არ აპირებს თავისი გადაწყვეტილების შეცვლას. “მე არ მადარდებს ფული, – განაცხადა მან. – მე უბრალოდ მინდა ვიცხოვრო, ისე როგორც ვცხოვრობდი”.

By huriccane

ნამდვილი სიყვარული


ნამდვილი სიყვარული
ნამდვილი სიყვარული

ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია.. 
იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს… მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს.. 
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის…. როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს… მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს.. 
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში…დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე… ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა შეგვიყვარდეს… 
ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით.. სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული.. ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ… 
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი.. 
სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს.. 
ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს…აი ეს არის ,,ნამდვილი სიყვარული”…!!!
By huriccane

რატომ ხდება მიწისძვრები?


მიწისძვრა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მოვლენაა. მიწისძვრა მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი მოქმედებით აღემატება ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას. დღესაც კი ადამიანი უძლურია ამ სტიქიის წინაშე. დღესაც მიწისძვრა იწვევს დიდ მსხვერპლს, ნგრევას, ზარალს. მაგრამ ამ მოვლენას სულ სხვა თვალით შეიძლება შევხედოთ. მიწისძვრა მეტად საინტერესო მოვლენაა.

ის ბუნებრივი, ტექტონიკური პროცესის ერთერთი შემადგენელი ნაწილია და ამ მოვლენის ძირეული მიზეზი დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესებია. მიწისძვრის დროს გამოსხივებული ტალღები განჭოლავენ მთელ დედამიწას და გვაძლევენ ინფორმაციას მისი შინაგანი აგებულების შესახებ.

საზოგადოდ მიწისძვრათა გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ვულკანის მოქმედება, კარსტული ჩაქცევები, აფეთქებები და სხვა, მაგრამ ასეთი მიწისძვრები ჩვეულებრივ საკმაოდ სუსტია (თუ არ ჩავთვლით ბირთვული აფეთქებებით გამოწვეულ მიწისძვრებს). ამიტომ, როცა მიწისძვრებზე საუბრობენ, ჩვეულებრივ გულისხმობენ ე.წ. ტექტონიკურ მიწისძვრებს, რომელთა გამომწვევი მიზეზები დედამიწის ლითოსფეროსა და ზედა მანტიაში მიმდინარე პროცესებია. ეს პროცესები იწვევს დედამიწის ქერქის მთლიანობის უეცარ რღვევას, რასაც თან ახლავს დრეკადი ტალღების გამოსხივება. სწორედ ეს დრეკადი ტალღებია დედამიწის ზედაპირის რხევის მიზეზი და ამ რხევას ჩვენ მიწისძვრას ვუწოდებთ.

ფილაქანთა თეორიამ ანუ გლობალური ტექტონიკის თეორიამ მთლიანობაში ამომწურავად ახსნა მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები. ფილაქანთა თეორიის მიხედვით ლითოსფერო შედგება რამდენიმე დიდი ფილაქნისაგან და ეს ლითოსფერული ფილაქნები მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ. ჩვეულებრივ გამოყოფენ 6 დიდ, კონტინენტური ზომის, ფილაქანს: აფრიკის, ამერიკის, ანტარტიკის, ავსტრალია-ინდოეთის, ევრაზიის და წყნარი ოკეანის, და 14 შედარებით მცირე სუბკონტინენტური ზომის ფილაქანს: ფილიპინების, კარიბის, არაბეთის და ა. შ. ლითოსფერული ფილაქნები მოძრაობენ შედარებით ბლანტ ასთენოსფეროზე. დიდი ფილაქნების საზღვრებზე მრავალი პატარა მიკროფილაქანი იქმნება. ფილაქნების ურთიერთ მოძრაობა იწვევს ფილაქანთა შორის მოთავსებული შედარებით ვიწრო სასაზღვრო ზოლის დეფორმაციას. დეფორმაციის გამო ხდება დაძაბულობის დაგროვება, ეს დაძაბულობა შეიძლება განიმუხტოს უეცრად (სეისმურად) ან ნელა (ასეისმურად). იმის გამო. რომ დეფორმაცია ძირითადად ფილაქნების საზღვრებზე ხდება, მიწისძვრების უმეტესობაც ამ საზღვრებთანაა კონცენტრირებული.

By huriccane

Hello world!


Welcome to WordPress.com. After you read this, you should delete and write your own post, with a new title above. Or hit Add New on the left (of the admin dashboard) to start a fresh post.

Here are some suggestions for your first post.

  1. You can find new ideas for what to blog about by reading the Daily Post.
  2. Add PressThis to your browser. It creates a new blog post for you about any interesting  page you read on the web.
  3. Make some changes to this page, and then hit preview on the right. You can always preview any post or edit it before you share it to the world.
By huriccane